|
2015-01-09 16:47:44, 5318 ნახვა
სამხედრო
ბატალიონის „ალფა“ ასეულმა არაშენდას დასახლებაში ტაქტიკური სწავლება ჩაატარა
ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვისთვის IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ემზადება. ბატალიონის „ალფა“ ასეულმა დაბა კრწანისის ტერიტორიაზე, არაშენდას დასახლებაში ტაქტიკური სწავლება - კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მოადგილეებთან - გოჩა რატიანთან და ლევან ღირსიაშვილთან ერთად დაესწრო. უწყების ცნობით, სწავლებაზე იმყოფებოდნენ ასევე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები. ქვეითი ბატალიონების მომზადებისა და გადამზადების ცენტრის უფროსის მოადგილემ, მაიორმა ნოე ზარნაძემ მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)