გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად შესაძლოა, ჩხრეკის ორდერის გაცემა საჭირო აღარ იყოს.
ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისთვის საჭირო რეფორმები, - ეს განცხადება ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის საელჩოში ფრანგული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმის გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვისთვის IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ემზადება.
პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით ძმები კოაშების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძისა და ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარის ფაქტებს ეხმიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარემოებების ადეკვატურად შეფასების, ირაკლი ვაჭარაძისა და „იდენტობის“ სხვა თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამხედრო პაციენტებისთვის სისხლი გაიღეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევას ეთმობა.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უამინდობამ პრობლემები შექმნა. რეგიონის მასშტაბით, წყალი არ მიეწოდება ქობულეთის რამდენიმე სოფელს, კერძოდ ზენითის, ალამბრის, მუხაესტატეს, წყავროკას, გვარასა და კონდიდის სოფლებს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More