საფრანგეთს პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
"დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში", - აღნიშნული სათაურით გამოცემა Le Monde-მ სტატია გამოაქვეყნა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აუცილებელია, შეჩერდეს საზარელი მკვლელობები სირიაში, - აღნიშნული განცხადება დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო, ნაურუ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს, - ამის შესახებ RNZ იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი, ჯეიმს კომეი, თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
უკრაინელმა სამართალდამცველებმა ოდესაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი სერგეი, მეტსახელად "გუგა" ღლონტი დააკავეს, - ამის შესახებ Interfax-Ukraina იუწყება.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი ისრაელის მთავრობას პალესტინელების დისკრიმინაციასა და რასისტულ მოპყრობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ადასტურებს.
ერაყის ქალაქ მოსულში ჯიჰადისტებისგან გათავისუფლების ოპერაცია მიმდინაროებს და ფინალურ ეტაპზეა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
ევროპარლამენტის დეპუტატი, საქართველოს საკითხებში მომხსენებელი, მარია გაბრიელი, ბულგარეთის მხრიდან ევროკომისარი გახდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარული გამოცემა Dnevnik.bg იუწყება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვდა.
უკრაინაში „უკვდავი ლეგიონის“ წევრებსა და ნაციონალისტებს შორის შეტაკებები მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც, დაჯგუფების ინფორმაციით, სირიაში ტყვედ აყვანილ რუს პოლკოვნიკს სიკვდილით სჯიან.
სამხრეთ კორეაში, ყოფილი ლიდერის კორუფციული სკანდალის შემდეგ, ახალ პრეზიდენტს ირჩევენ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს თეთრ სახლში უმასპინძლოს, იმ შემთხვევაში თუ მისი მთავრობა ბირთვული პროგრამის განვითარებაზე უარს იტყვის, - ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა მსოფლიოს 51 ქვეყნის სია გამოაქვეყანა, სადაც მოსახლეობაზე მეტი ტურისტია.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More