10:47 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 15:11:31, 2693 ნახვა

მსოფლიო
ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის საქმეში ყოფილ პრეზიდენტ მუშარაფს ბრალი წაუყენეს

პაკისტანის ექს-პრეზიდენტის პერვეზ მუშარაფს ყოფილი პრემიერის,  ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის თანამონაწილეობაში ედება ბრალი. ამ დასკვნამდე მივიდა,  პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პროკურატურა. ბრალის წარდგენის, შემდეგ ქვეყნის პროკურორმა ვრცლად ისაუბრა მკვლელობის გარემოებებზე.

ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი ქალის მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ პოლიციელებს, რომლებიც მკვლელობის ადგილზე კვალს შლიდნენ, გამოძიების ჩიხში შესაყვანად. 

2008 წლის 18 აგვისტოს პრეზიდენტი მუშარაფი გადადგა სამთავრობო კოალიციის მხრიდან იმპიჩმენტის საშიშროების გამო. იგი ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფება. საკუთარი ქვეყნის პროკურატურის მძიმე ბრალდებას ყოფილი ლიდერი არ გამოხმაურებია. 

2007 წლის 27 დეკემბერს ქალაქ რავალპინდში, ბენაზირ ბჰუტო გახდა ტერორისტული აქტის მსხვერპლი, სადაც თავისი მომხრეების წინაშე მიტინგზე გამოდიოდა. ბჰუტომ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. მოგვიანებით იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: ნეთანიაჰუს კრიტიკა F-35-ის თურქეთისთვის შესაძლო გადაცემის შესახებ ტრამპს აღაშფოთებს
რუსეთმა თურქული ატმის იმპორტი აკრძალა მას შემდეგ, რაც ანკარა უკრაინისთვის გარანტიებს შეუერთდა
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
აშშ-მ სამხრეთ ირანში ხიდები დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics