|
2017-09-01 04:32:05, 2629 ნახვა
მსოფლიო
ტეხასი სტიქიას ებრძვის - ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა
ტეხასის შტატში ქარიშხალ "ჰარვის: შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 310 ათასი ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი. ამასთან, სტიქიის ზონაში 100 ათასზე მეტი სახლი დანგრეულია. როგორც მედია წერს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დახმარების სახით უკვე გამოყო 530 მილიონი დოლარი. გარდა ამისა, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას Hollywood-ის ვარსკვლავებიც ეხმარებიან. კერძოდ კი, ცნობილმა კომიკოსმა კევინ ჰარტმა, დაზარალებული ხალხის დასახმარებლად სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ვიდეო გაავრცელა, სადაც ცნობილ ადამიანებს მოუწოდა დაზარალებულებს ფინანსური დახმარება გაუწიონს. აღნიშნული "გამოწვევა" მსახიობებმა და მომღერლებმა უკვე უპასუხეს. მათი უმეტესობა „წითელი ჯვრის“ ანგარიშზე 25 000 დოლარს ან მეტ ფულად დახმარებას რიცხავს. გამოწვევაში უკვე ჩაერთვნენ მსახიობი დუეინ ჯონსონი, მომღერალი კრის ბრაუნი, რეპერი T.I., წამყვანი კიმ კარდაშიანი და სხვები. დაზარალებულების დასახმარებლად ოსკაროსანმა მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ 1 მილიონი დოლარი გამოყო. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქალაქში სხვა ქიმიური ქარხნების აფეთქებაა მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ ერთი ქარხანა გუშინ გვიან ღამით აფეთქდა. ცნობისთვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში ,,ჰარვი’’ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც ამერიკას თავს დაატყდა. შეგახსენებთ, რომ ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში სტიქიას უკვე 1 კვირის განმავლობაში ებრძვიან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)