12:46 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-17 11:13:35, 216 ნახვა

სამართალი
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ უცხოელი სტუდენტების, ჟურნალისტებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის სავიზო პირობებს ამკაცრებს
ირაკლი ფავლენიშვილი - რიყის თეატრის ნგრევას საფუძვლად უდევს პირადი შურისძიება
Axios: 60-ზე მეტმა ამერიკელმა სენატორმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს
ჩინეთი უარყოფს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ბრალდებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics