02:34 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ხუციშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, წელიწადში ვიდეოჯარიმების რაოდენობა დაახლოებით 300 000-ია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, წელიწადში  ვიდეოჯარიმების რაოდენობა დაახლოებით 300 000-ია.

ხუციშვილი: საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 3 000 ახალი ტიპის კამერა იქნება განთავსებული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 3 000 ახალი ტიპის კამერა იქნება განთავსებული, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და დააფიქსირებს დარღვევებს.

მარიამ ჯაში: საქართველოს ასეთი გამართული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია არ ჰქონია

„მხარი დავუჭირე კონსტიტუციურ ცვლილებებს, რადგან საქართველოს, დღემდე სამართლებრივად ასეთი გამართული  და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული   კონსტიტუცია არ ჰქონია“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი აბესაძე: ე.წ. ციანიდის საქმის მოწმე პროკურატურამ ქვეყნიდან გააპარა

„ე.წ. ციანიდის საქმის მოწმე (ირაკლი მამალაძე), პროკურატურამ ქვეყნიდან გააპარა, რომ დამატებით გამოკითხვის საჭიროების შემთხვევაში, მისთვის შეკითხვების დასმა აღარ იყოს შესაძლებელი“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“  წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რატიანი: როდესაც უმრავლესობას ვუსმენ, არ შემიძლია არ გავიხსენო საბჭოთა გადაცემები „ვრემია“ და „მოამბე“

„როდესაც ვუსმენ უმრავლესობას არ შემიძლია არ გავიხსენო წინა საუკუნის გადაცემები „ვრემია“ და „მოამბე“, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ რა კარგად მიდის ცხოვრება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძე: რუსეთი აფხაზეთში ჩვენს მოძმეებს კვლავ სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს

„რუსეთი ჩვენს მოძმეებს აფხაზეთში კვლავ სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი: მუხთარლის საქმეზე საქართველოს ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს

აზერბაიჯანული ოპოზიციის წარმომადგენლის არიფ ჰაჯილის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოს ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს.

ადვოკატი: შოთაძის არგუმენტი არ არის იმის საპირწონე, რომ გამოძიების შუალედური შედეგები არ გამოქვეყნდეს

აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანელ კოლეგებს აფგან მუხთარლის დაკითხვისა და აზერბაიჯანში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართეს.

მუხთარლის ადვოკატი: პრეზიდენტი აქტიურად ადევნებს თვალს საქმის შემდგომ განვითარებას

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს  გამოძიებასთან არსებული დეტალები და ის კითხვები გააცნეს, რომლებიც მათ გააჩნიათ.

ანა დოლიძე: მუხთარლის გატაცება საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს

პრეზიდენტის შეხვედრა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლესთან, ლეილა მუსტაფაევასთან, დასრულდა.

მამა კახაბერ გოგოტიშვილი: დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქისთვის რაღაცის გადაცემა უნდა

„დეკანოზს რაღაცის გადაცემა სურს პატრიარქისთვის“,-ამის შესახებ მამა კახაბერ გოგოტიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

პრემიერი: სტიქიის, წყალდიდობის, 9 აპრილის დროს, ქართველებს ერთმანეთის შეყვარება და დახმარება გვახასიათებს

„ქართველებს გვახასიათებს, როდესაც წყალდიდობაა, სტიქიაა, 9 აპრილია, ერთმანეთი შეგვიყვარდეს და ერთმანეთს დავეხმაროთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან 3 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნარმანია: ავტომანქანების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება დაწყებულია

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ავტომანქანების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება უკვე დაწყებულია.

აზერბაიჯანის გენპროკურორის მოადგილე მუხთარლიზე: გამოძიებას ვაწარმოებთ საკუთარი და არა ევროპარლამენტის კანონმდებლობით

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილის კამრან ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარე აფგან მუხთარლის საქმეზე საჭიროების შემთხვევაში ქართველ კოლეგებთან ითანამშრომლებს.

პროკურორი: ბიზნესმენმა დაკითხვისას განაცხადა, რომ მამალაძემ, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ, 7 ათასი ევრო სთხოვა

პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დაკითხული ბრალდების მხარის 7 მოწმიდან ერთ-ერთი ბიზნესმენი იყო, რომლის სახლშიც მამა გიორგი მამალაძე უსასყიდლოდ ცხოვრობდა.

ადვოკატი: მამაო გაოცებული და გაკვირვებული იყო, მის ბარგში ასეთი ნივთიერების არსებობით

მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, აეროპორტის 2 თანამშრომელი, რომელთა თანდასწრებითაც მოხდა ბრალდებულის ბარგის ამოღება, განსხვავებულ, არათანმიმდევრულ და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას იძლევა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics