02:34 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ინაშვილი: ხელისუფლებას მოვუწოდებ, დავიწყოთ ყველაფერი ნულიდან, შევთანხმდეთ დოკუმენტზე, რომელსაც ლეგიტიმაცია ექნება

ქვეყანაში არის კრიზისი და ხელისუფლებას მოვუწოდებ, დავიწყოთ ყველაფერი ნულიდან, შევთანხმდეთ ისეთ დოკუმენტზე, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

დოლიძე: რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, რომ ნატო-ში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია

"ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რამდენად თანმიმდევრულად და სწორად მივდივართ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის გზაზე", - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას. 

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის შეჩერებას ითხოვს

„იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და უნდა შეაჩეროს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  განაცხადა.

ადვოკატი: ლილი გელაშვილმა დაკითხვისას თქვა, რომ არ იცის, ამზადებდა თუ არა დეკანოზი თეთრუაშვილის მკვლელობას

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ ლილი გელაშვილმა დაკითხვისას აღნიშნა, რომ არ იცის, ამზადებდა თუ არა დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

პროკურორი: დღეს დაკითხულმა მოწმეებმა ირაკლი მამალაძის ცეცხლსასროლ იარაღთან შემხებლობა გამორიცხეს

პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დაკითხულმა მოწმეებმა, კატეგორიულად გამორიცხეს ჟურნალისტ ირკალი მამალაძის შემხებლობა რაიმე სახით ცეცხლსასროლ იარაღთან.

რატიანი „ოცნებას“: თქვენი ლოზუნგი - „სწრაფი განვითარება“ მახსენებს ლენინურ ლოზუნგს - „ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან“

 „ჩვენ ქვეყანას დასჭირდა 4 წელიწადი იმისათვის, რომ თქვენ რაღაცა გესწავლათ. კარგია, რომ სწავლობთ, მაგრამ 4 წელი  ბევრია“, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა  „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

პროკურორი: ლილი გელაშვილმა დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძე ციანიდის შეძენით იყო დაინტერესებული

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, ადვოკატი ლილი გელაშვილი დღეს გიორგი მამალაძის მხრიდან ციანიდის შეძენით დაინტერესების ფაქტზე, მოწმის სახით დაიკითხა.

ლილი გელაშვილი: ის რაც ირაკლი მამალაძისგან მოვისმინე, მაძლევდა საფუძველს მეფიქრა, რომ დანაშაული მზადდებოდა

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ლილი გელაშვილის დაკითხვა დასრულდა.

ადვოკატის ინფორმაციით, ლილი გელაშვილმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ ირაკლი მამალაძეს ურჩია, პროკურატურისთვის მიემართა

ადვოკატ ეკა ლომიძის განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმემ ლილი გელაშვილმა საკუთარ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მან ურჩია ირაკლი მამალაძეს პროკურატურისთვის მიემართა.

პრეზიდენტი: ევროპულ ფასეულობებთან დაპირისპირება საქართველოშიც მიმდინარეობს

„დაპირისპირება ევროპულ ფასეულობებთან საქართველოშიც მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ადვოკატი: ირაკლი მამალაძემ არ დაადასტურა, რომ დეკანოზს იარაღი სახლში თავად შეანახინა, თუმცა მის კითხვებს ვერ პასუხობდა

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ბრალდების მხარის იმ მოწმეებს, რომლებსაც ბრალდებულის ბარგთან შეხება ჰქონდათ, არაერთ მწვავე კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

კობახიძე: ვენეციის კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საკონსტიტუციო დოკუმენტის გარშემო კონსენსუსი შემდგარიყო

“საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს, ბათუმში, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯანი ბუკუკიო: კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინა მთელ პარლამენტს და არა მხოლოდ უმრავლესობას

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საქართველოს ახალი კონსტიტუცია უნდა იყოს სწორად შედგენილი კანონმდებლობა.

გიორგი კვირიკაშვილი: კონსტიტუციის პროექტზე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები გავაკეთეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის ვენეციის კომისიის და პირადად ჯანი ბუკიკიოს თანადგომას კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ძალიან აფასებს. 

მდინარაძე: მთავარია, რომ საბოლოოდ ვენეციის კომისიის მიერ მოწონებული საარჩევნო სისტემა გვექნება

„იმედგაცრუების ხარისხი გაცილებით დიდი იქნებოდა, ჩვენ რომ ვერ მოგვეხერხებინა შევთანხმებულიყავით, რომ ქვეყანა საბოლოოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის, - ასე გამოეხმაურა „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებას.

ბუკიკიო: საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტი მთლიანობაში კარგია, თუმცა არის დეტალები, რომლის გასწორებაც საჭიროა

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული ტექსტი მთლიანობაში კარგია, თუმცა არის დეტალები, რომლის გასწორებაც საჭიროა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics