კვირიკაშვილი: ცვლილებებზე ბრალდებებს ვისმენთ ადამიანებისგან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას
„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბრალდებებს ვისმენთ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას, სადაც ყველაზე დამახინჯებული იყო დემოკრატიის ყველაზე საბაზისო პრინციპები, რაც აბოლუტურად მიუღებელია”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.