19:54 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მღებრიშვილი: ბორჯომის ხეობაში ტორფი იწვის, არის დაკვამლიანება - პანიკის საფუძველი არ არის

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილი განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ღია ცეცხლის კერები არ არის.

თეა პერტაია: ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერა არ არსებობს

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერა არ არსებობს,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

პრემიერი: მინდა მადლობა გადავუხადო პატრიარქს, იმისათვის, რომ მან სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის ილოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პატრიარქმს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით ბორჯომის სტიქიამ უმსხვერპლოდ ჩაიარა.

დავით ნარმანიას შეფასებით, ზურაბ ნეფარიძის დაკავება პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია არ ფიქრობს, რომ დედაქალაქის საკრებულოს წევრის დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

ლევან იზორია: ჩვენი ვალია, ის სილამაზე, რაც ბორჯომის ხეობაში ისტორიულად იყო, აღვადგინოთ

თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი სამხედროები მოინახულა.

გიორგი აბაშიშვილი: ვერტმფრენი წყალზე ავარიული დაშვებისას გადაბრუნდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის დავალებით, ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას ქართული ვერტმფრენის ინციდენტთან დაკავშირებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
 

კახა კალაძე: არ დავიღლები, ვემსახურო თბილისსა და თბილისელებს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საარჩევნო შტაბის გახსნაზე თავდაპირველად, ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე, როგორც თბილისის მერი, ჩემპიონი იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

ბორჯომის ხეობაში ავიაცია და ცოცხალი ძალა ამ დრომდე რჩება

ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია,  პრევენციის მიზნით, სტიქიის ზონაში რჩება  ცოცხალი ძალასა  და მძიმე ტექნიკასთან ერთად ავიაციაც. თუმცა, მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ვერტმფრენი თავისი დისლოკაციის დგილზე დაბრუნდა:

იზორია: ბორჯომში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით, ადგილზე ცოცხალი ძალა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით საგანგებო შტაბი მუშაობას კიდევ რამდენიმე დღე განაგრძობს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. 

ალავიძე რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: გაერო-ს მივმართეთ და მათი არხებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოსთვის მოთხოვნის გაგზავნა
შს მინისტრი: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მაღალი ხარისხი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეფასებით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მაღალი ხარისხი.

შს მინისტრი ფიქრობს, რომ უახლოეს დღეებში ხანძარი ლიკვიდირებული იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია.

პრემიერი: ვფიქრობთ, დღის ბოლოსთვის გაცილებით უკეთესი დინამიკა გვექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სტიქიის ზონაში დღის ბოლოსთვის ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება. გიორგი კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ დღის ბოლოს ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე გადავლენ, რომელიც შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს:

ალავიძე: სიტუცია დამაიმედებელია, ქარმა თუ არ შეგვიშალა, ხანძარი ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ამჟამინდელი სიტუაცია დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

პრემიერი: რუსეთის მხრიდან საქართველოს დახმარების წინადადება მისასალმებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს რუსეთთან რთული ურთიერთობა აქვს, რუსეთის მხრიდან დახმარების წინადადება მისასალმებელია. თუმცა, ქართული მხარე ამ შეთავაზებას არ იღებს, ვინაიდან საჭიროებას ვერ ხედავს:

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics