22:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 13:09:44, 2156 ნახვა

კომენტარი
ბუკიკიო: პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება და ის, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, იმედგაცრუებას იწვევს

„პროპორციული სისტემის დანერგვის 2024 წლამდე გადადება, ასევე ის, რომ მხარეებმა კონსესუსს ვერ მიაღწიეს იმედგაცრუებას იწვევს“, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ვენეციის კომისია მხარეებს მოუწოდებს, კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით ფართო კონსენსუსს მიაღწიონ.

„მიმდინარე წლის ივნისში ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა შესწორებული კონსტიტუციის პროექტის დადებითი შეფასება, მათ შორის იყო დეკლარირებული ნაბიჯი, რომელიც პარლამენტის ყველა წევრის პროპორციული სისტემით არჩევას გულისხმობდა. ჩვენ მივესალმეთ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობასა და ნაკისრ ვალდებულებას არ მიეღოთ ის ცვლილებები, რომლებიც ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა.

შესაბამისად, პროპორციული სისტემის დანერგვის 2024 წლამდე გადადება, ასევე ის, რომ მხარეებმა კონსესუსს ვერ მიაღწიეს იმედგაცრუებას იწვევს.

6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება უშუალოდ ქართული მხარის პრეროგატივაა და ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობა საჭირო არ არის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით ფართო კონსენსუსს მიაღწიონ.

საქართველოს ხელისუფლებისგან კონსტიტუციის შესწორებულ პროექტს უმოკლეს ვადაში ველოდებით და მზად ვართ ჩვენი მოსაზრებები ერთ თვეში წარვადგინოთ, (6-7 ოქტომბერს ვენეციაში, პლენარული სესიის ფარგლებში). იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის შესაძლებელი იქნება ცვლილებების შეტანა ამ მოსაზრების თანახმად და ფართო კონსენსუსის მიღწევა“, - აღნიშნულია ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics