|
2017-09-01 11:33:18, 2023 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: თბილისის ყოველდღიური განვითარება იქნება ის მიზანი, რომელიც მერიისა და საკრებულოს ძალისხმევას გააერთიანებს
თბილისის მერიისა და საკრებულოს მჭიდრო და ქმედით თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, რომელიც მეტ სიცოცხლეს შეიტანს ჩვენს ქალაქში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. კალაძის თქმით, სიცოცხლით სავსე ქალაქისა და თბილისის, მისი თითოეული უბნის ყოველდღიური განვითარება ის მიზანი იქნება, რომელიც თბილისსა და თბილისელებზე ზრუნვის საქმეში მერიისა და საკრებულოს ძალისხმევას გაერთიანებს. მისივე განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ საკრებულოს წევრების შერჩევა კონკრეტული კრიტერიუმებით მოხდა, გათვალისწინებული იყო როგორც თითოეული მათგანის პროფესიონალიზმი, სამოქალაქო პოზიცია და მონაწილეობის მზაობა საერთო საქმეში, ასევე, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - თბილისის ერთგულება და სიყვარული. „გვჯერა, რომ განახლებული საკრებულო განახლებული ენერგიით შეუდგება საქმიანობას დედაქალაქის საკეთილდღეოდ. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, უახლოს მომავალში, თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)