საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ათენში ოფიციალური მიღება გაიმართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის ისტორიულ-ტურისტულ ცენტრში მდებარე პრესტიჟული სასტუმრო "ბორობუდური" საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ფორუმში „გაუზიარე გამოცდილება საქართველოს“ მონაწილეობა მიიღო და ფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამები დეტალურად გააცნო.
26 მაისს ხელი მოეწერა „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) საფინანსო შეთანხმებას, რომლის ბიუჯეტი 50 მილიონი ევროა და საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რობი უილიამსის კონცერტზე დასწრების მსურველებს მოუწოდებს, „დინამო არენაზე“ მისვლა 17:00 საათიდან დაიწყონ.
პროექტ „ ჩემი ნაძალადევის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს ნაძალადევის რაიონის გამგებელი.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, 26 მაისს კვიპროსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა სასტუმრო „Hilton Nicosia".
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, 26 მაისს უნგრეთში ერჟებეტის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, 26 მაისს ქალაქ სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს ბოსფორის ხიდი, რომელიც 40 წუთის განმავლობაში წითელ და თეთრ ფერებში 7 სხვადასხვა ვარიაციაში ანათებდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More