მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროების პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც პირველ ეტაპზე, კერძოდ, ბიზნესიდეების რეგისტრაციის პერიოდში, ჯამში 20 000-ზე მეტი შემოსული ონლაინ განაცხადი მოწმობს.