10:59 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 19:58:35, 1958 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის გადამზადების კურსები იწყება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო-საპატრულო დანაყოფების ყველა პატრულ-ინსპექტორი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ეტაპობრივად გაივლიან სპეციალური გადამზადების კურსს.

სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს. 

თეორიული ნაწილი ითვალისწინებს პატრულირების განხორციელებასთან დაკავშირებულ და სხვა აქტუალურ საკითხებს. პრაქტიკული ნაწილი კი მოიცავს ტაქტიკურ საპოლიციო, საცეცხლე და ფიზიკურ მომზადებას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაცია ნოემბრის არჩევნებში სავარაუდო დამარცხებისთვის ემზადება - The Washington Post
უკრაინა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
შსს-მ აბაშაში დააკავა კაცი, რომელმაც სანადირო თოფით გასროლით მეზობელი დაჭრა
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics