|
2026-05-05 01:22:44, 8085 ნახვა
საზოგადოება
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა - მუშაობენ საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებაზე: "გვსურს, შევატყობინოთ “ფორმულას” მაყურებელს, რომ არხის მაუწყებლობა დროებით შეუწყდა მათ ნაწილს. მიზეზი არის დავალიანება კომპანია სტერეო პლიუსის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს „ფორმულას“ ღია სიგნალით გავრცელებას იმ მაყურებლებისთვის, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს. არხის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებაზე, რათა მაუწყებლობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს. ამ პროცესში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ გსურთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ ტელეკომპანია ფორმულას დონაციის გზით. გმადლობთ ნდობისა და თანადგომისთვის. ანგარიშის ნომერი: GE32TB7843845067800005 დონაციისთვის გადადით ლინკზე:
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)