|
2017-06-16 12:16:37, 1864 ნახვა
საზოგადოება
ლიტველი პროფესორი საულიუს ვაიტკუსი „ნიუ ჰოსპიტალსში“ ენდონაზალური ქირურგიის მიმართულებას განავითარებს
“ნიუ ჰოსპიტალსის” გუნდს ლიტველი პროფესორი საულიუს ვაიტკუსი შემოუერთდა და ენდონაზალური ქირურგიის მიმართულებას განავითარებს. საულიუს ვაიტკუსი 22 წლის წინ ლიტვაში პირველი ქირურგი იყო, ვინც ეს მიმართულება დანერგა. “ნიუ ჰოსპიტალსში” საულიუს ვაიტკუსი პაციენტებს კონსულტაციას გაუწევს და ოპერაციებს ჩაატარებს. ოპერაციები ჩატარდება შესაძლებელია როგორც ბავშვებისათვის ერთი თვის ასაკიდან, ასევე ზრდასრულთათვისაც. ენდონაზალური ქირურგია გულისხმობს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიას კანის გარეგანი კვეთის გარეშე, ხორცელედება სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოების გამოყენებით რაც ქირურგს აძლევს კონკრეტული დაზიანებულ უბნის კარგი ვიზუალიზაციის საშუალებას; ეს მეთოდი ნაკლებტრავმულია, ხოლო შედეგები ბევრად უკეთესი, ვიდრე ტრადიციული მეთოდის გამოყენებისას. „ნიუ ჰოსპიტალსს ულტრათანამედროვე აპარატურა აქვს, რაც საშუალებას იძლევა უახლესი მეთოდებით ჩატარდეს სხვადასხვა სიმძიმის ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების მკურნალობა და ფუნქციონალური რეკონსტრუქცია. ჩვენ ვმუშაობთ ყველანაირი სირთულის პაციენტებთან, მათ შორის ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებთან. მოხარული ვარ, რომ “ნიუ ჰოსპიტალსს” გააჩნია ყველანაირი სირთულის ოპერაციის მაღალ დონეზე ჩატარების რესურსი; ის რისთვისაც დღეს პაციენტები სხვა ქვეყნებში მიდიან და იქ იკეთებენ ოპერაციებს, დღეს უკვე “ნიუ ჰოსპიტალსშია” შესაძლებელი“, - განაცხადა საულიუს ვაიტკუსმა. ენდონაზალური ენდოსკოპიური ქირურგია ყველაზე თანამედროვე და ნაკლებინვაზიურ მეთოდებს მიეკუთვნება. თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგიის საშუალებით უფრო მარტივი ხდება ცხვირიდან ცალკეული ოპერაციების ჩატარება. მათ შორის ადენოიდებისა თუ ტონზილების (გლანდების) ამოჭრა. პროფესორ საულიუს ვაიტკუსთან კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 0322 190 190
(R)
ტრამპის ადმინისტრაცია ნოემბრის არჩევნებში სავარაუდო დამარცხებისთვის ემზადება - The Washington Post
უკრაინა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
შსს-მ აბაშაში დააკავა კაცი, რომელმაც სანადირო თოფით გასროლით მეზობელი დაჭრა
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)