აბიტურიენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 11 აგვისტოს იწურება
საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის სისტემის მეშვეობით, აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ, რეალური არჩევნის გაკეთების საშუალება ეძლევათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 აგვისტოს, 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შეეძლებათ, დაამატონ, წაშალონ, ან შეცვალონ ფაკულტეტები.