06:10 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 09:19:31, 2087 ნახვა

საზოგადოება
აბიტურიენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს იწურება

საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის სისტემის მეშვეობით, აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ, რეალური არჩევნის გაკეთების საშუალება ეძლევათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  დღეს 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შეეძლებათ, დაამატონ, წაშალონ, ან შეცვალონ ფაკულტეტები.

აბიტურიენტებმა ცვლილებები ელექტრონულად (online.naec.ge ან http://www.naec.gov.ge) უნდა შეიტანონ.   ყველა ცვლილება მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუდასტურდეთ. თუ აბიტურიენტი ასეთ დადასტურებას ვერ მიიღებს, სავარაუდოდ, ეს პროცესი დასრულებული არ აქვს (მაგ.; არ დააჭირა შენახვის ღილაკს).

ელექტრონულ განაცხადში მისათითებელი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა

შეზღუდული აღარ არის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ცვლილებამ დღის წესრიგიდან მოხსნა მეორადი ჩარიცხვების საჭიროება.

დღეს 18:00 საათზე   აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღებაც შეწყდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics