პრემიერი საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულებს: საქართველოს თქვენი იმედი აქვს
„იცოდეთ, რომ საქართველოს თქვენი იმედი აქვს და იცოდეთ, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე“,-ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, რომლებსაც, მსოფლიო ასპარეძე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის, დღეს ჯილდოები გადაეცათ.