06:10 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 15:35:53, 2201 ნახვა

საზოგადოება
ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალება

ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის  ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბუფეტების გაუმჯობესება პერიოდულად მოხდება. ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ  მკაცრად გაკონტროლდება, თუ რამდენად ასრულებს სკოლის ბუფეტი წაყენებულ პირობებს:

„პირველი ნაბიჯნი გადავდგით,  ეს არის აკრძალვა განსაკუთრებით საზიანო პროდუქტების, მაღალშაქრიანი, მარილიანი და ასე შემდეგ, კონსულტაციებს გავდივართ სპეციალისტებთან და რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი, ისინი ავკრძალეთ სკოლის ბუფეტებში. სადაც ნახავთ, რომ ირღვევა ეს წესები, ძალიან აქტიურად ვიმოქმედებთ ,რომ აღმოვფხვრათ. თავიდან ხომ იცით როგორც ხდება ხოლმე, ჩათვლიან, რომ ეს დროებითია, პატარა კამპანიაა და გაივლის, შემდეგ  დავაბრუნებთ ყველაფერს, არ უნდა გაიაროს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ  განსაკუთებით მავნე პროდუქტები ჩვენს სკოლებში არ იყოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“,-განაცხადა ალექსანდრე  ჯეჯელავამ. მისივე ინფორმაციით, იგეგმება ბუფეტის ოპერატორების წახალისებაც.

„მოგეხსენებათ, რომ სკოლის ბუფეტები იჯარით გაიცემა კომერციულ კომპანიებზე და ეს კომპანიები უზრუნველყოფენ ამ კომპანიებში კვებას. ჩვენ შევეცდებით, წავახალისოთ ჯანსაღი საკვები-ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი პროდუქტები. ტრენინგები მიმდინარეობს მებუფეტეების, მათთან თანამშრომლობა მიმდინარეობს, სოფლის მეურნეობასთან მიმდინარეობს თანამშრომლობა, ჯანდაცვასთან, სექტემბერში ბავშვები რომ  მივლენ, ბუფეტი უკვე შეცვლილი დახვდებათ. შემდგომ პერიოდებში სულ უფრო და უფრო დაიხვეწება ჩვენი ბუფეტი და ის უნდა გადაიქცეს მაგალითად და ნიმუშად ჯანსაღი კვების“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ და დასძინა, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მებუფეტესთან ხელშეკრულებას გაწყვეტენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics