30 და 31 აგვისტოს თბილისი-გორი, გორი-თბილისის მიმართულებით, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 40კმ-ზე მდ. ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე.