|
2017-08-30 10:15:31, 2447 ნახვა
საზოგადოება
საზმაუ: გადაცემებს-„Modem/Art", „სუპერ გმირი" და „ოკულარი" ამ ეტაპზე არ მიეცა რეკომენდაცია წარმოების პროცესის განსახორციელებლად
აღმასრულებელი საბჭოს მიერ პროექტების „Modem/Art", „სუპერ გმირი" და „ოკულარი" განხილვის შემდგომ, აღნიშნულ გადაცემებს ამ ეტაპზე არ მიეცა რეკომენდაცია შემდგომი წარმოების პროცესის განსახორციელებლად. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 3 აპრილს, ახალი საეთერო სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად, გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შემოსული პროექტები შეაფასა, შეარჩია და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებულმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისგან, ასევე მოწვეული სპეციალისტებისგან. კომისიამ ასევე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, გაეცა რეკომენდაცია,რომ წარმოებაში ჩაშვების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც დამატებითიმუშავებდა პროექტის ავტორებთან ერთად, პროექტების რეალიზაციის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ფორმატების დახვეწაზებადესთან თავსებადობის კუთხით, პროექტების ვიზუალური მხარის და დიზაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიანვიზუალურ კონცეფციასთან თავსებადობის ნაწილში. აღმასრულებელი საბჭოს მიერ პროექტების „Modem/Art", „სუპერ გმირი" და „ოკულარი" განხილვის შემდგომ, აღნიშნულ გადაცემებს ამ ეტაპზე არ მიეცა რეკომენდაცია შემდგომი წარმოების პროცესის განსახორციელებლად. ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების წარმოებაში ჩაშვების თაობაზე მსჯელობისას განხილული იყო შემდეგი საკითხები: „Modem/Art" -პროექტის თავდაპირველ კონცეფციასთან შესაბამისობა, ყველა იმ ელემენტის რეალიზაციის შესაძლებლობა, რომელსაც ითვალისწინებდა თავად პროექტი, განხორციელების შესაძლებლობები, როგორც ტექნიკური, ასევე სხვა სახის რესურსების მოცულობის თვალსაზრისით, პროექტის თავსებადობა ბადესთან და მისი ელემენტების შესაბამისობა მოქმედ სარეკლამო/სასპონსორო სამართლებრივ რეგულაციებთან. "სუპერ გმირი" - პროექტის განხორცილებისათვის საჭირო ლოკაციის - სტუდიის გამოყოფას ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ მიმდინარე ცვლილებების - ინფრასტრუქტურული ცვლილებების, ტექნიკური გადაიარაღების გეგმის რეალიზაციის მსვლელობის და ა. შ. გამო, რაც ზღუდავს მაუწყებლის ტექნიკურ რესურსებს. - რაც შეეხება თავად პროექტის ავტორების მიერ შემოთავაზებულ ერთადერთ შესაძლო გარე ლოკაციას, მიუხედავად წერილობითი დადასტურებისა, რომ კერძო კომერციული ობიექტის მხრიდან არ იქნება წარდგენილი რაიმე სარეკლამო განთავსების მოთხოვნა, გარდაუვალია ობიექტის იდენტიფიცირება და სხვა ცალკეული კომერციული ობიექტების წარმოჩენა გადაცემის გადაღების პროცესში. იმის გათვალისწინებით, რომ საბავშვო გადაცემაში აკრძალულია ე.წ. Product Placement-ი, - მცდელობა იმისა, რომ კადრში არ გამოჩნდეს სხვა კომერციული სუბიექტები, პირდაპირ გავლენას მოახდენს ხარისხზე; „ოკულარი" - ცალკეული ელემენტების საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლებულ ვებ-გვერდზე არსებულ კონტენტში ინტეგრირების შესაძლებლობა და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ ეტაპზე არ განიხილება პროექტ „ოკულარი"-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპლატფორმისთვის გარდაქმნის საკითხი“,-აღნიშნულია განცხადებაში. აღმასრულებელი საბჭო წარმოადგენს გენერალური დირექტორის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს, რომლის მიერ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციას გენერალური დირექტორი უცვლელად იზიარებს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)