2017-08-31 04:30:23, 2152 ნახვა
საზოგადოება
შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს მიმართავს
შავი ზღვის სანაპიროზე, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, უსაფრთხოების მიზნით, გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები: არ შევიდნენ ზღვაში, ვიდრე საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება; დაემორჩილონ წყალზე მაშველთა მითითებებს; ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, არ დატოვონ ისინი მეთვალყურეობის გარეშე.
ავტორი: ,