სინოპტიკოსები, 20 სექტემბრის ჩათვლისთ, საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო და თბილს ამინდებს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +33 გრადუსი სითბო იქნება, ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, 18 სექტემბერს +34 გრადუსი სითბო და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 19-20 სექტემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის და ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება.