14:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 11:17:37, 1952 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომლებიც საბერძნეთის გავლით ევროპის ქვეყნებში შეძენილი ავტომობილით ბრუნდებიან

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომლებიც საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთით, ევროპის ქვეყნებში შეძენილი ავტომობილით ბრუნდებიან საქართველოში, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრობლემა წარმოიქმნება რადგან  საქართველოს მოქალაქეები  არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპის ქვეყანაში შეძენილი ავტომობილით საქართველოში დაბრუნებისას, საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში, სავალდებულოა მოქალაქეს ჰქონდეს ავტომობილის  საექსპორტო დეკლარაცია, რათა შეუფერხებლად გადაკვეთოს საზღვარი.

"გასული თვეების განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ევროპის ქვეყნებში ავტომობილის შეძენისას, მისი ევროკავშირის ტერიტორიიდან გაყვანისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები არ ითხოვენ ე.წ. საექსპორტო დეკლარაციას, რის გამოც საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე უხდებათ ჯარიმის გადახდა. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემა წარმოიქმნება რადგან  საქართველოს მოქალაქეები  არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპის ქვეყანაში შეძენილი ავტომობილით საქართველოში დაბრუნებისას, საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში, სავალდებულოა მოქალაქეს ჰქონდეს ავტომობილის  საექსპორტო დეკლარაცია, რათა შეუფერხებლად გადაკვეთოს საზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ავტომობილით საზღვრის გადაკვეთის უფლება  არ მიეცემათ.
საბერძნეთის კანონმდებლობით, საექსპორტო დეკლარაციის  გარეშე ქვეყნის ტერიტორიიდან ავტომობილის გაყვანისთვის დაწესებულია 500 ევროს ოდენობით ჯარიმა. შესაბამისად,საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ევროპაში შეიძინეს ავტომობილი და არ ფლობენ საექსპორტო დეკლარაციას, საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე („კიპის“ სასაზღვრო-გამტარი პუნქტი), საბერძნეთის საბაჟო სამსახურის მიერ ეკისრებათ აღნიშნული თანხის გადახდა.
აღსანიშნავია, რომ  საექსპორტო დეკლარაციის მიღება ხორციელდება ავტომობილის შეძენის ქვეყანაში. საბერძნეთის საბაჟო სამსახურების მიერ, ადგილზე საექსპორტო დეკლარაციისგაფორმება არ ხორციელდება. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია განთავსებულია ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვებ-გვერდზე: http://thessaloniki.con.mfa.gov.ge", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics