1-ლი იანვრიდან ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსს დაკარგავს
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 4 ოქტომბრის N5 დადგენილებით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან, გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ ექნება 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტას, ე.წ. ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტას, რომლის ავერსზე დატანილია - გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი "50" და წარწერა – "თეთრი", რევერსზე - ბორჯღალი, ციფრები წარწერები: "საქართველოს რესპუბლიკა", "REPUBLIC OF GEORGIA". ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.