00:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 18:19:15, 1973 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილისა და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ივან სკალფაროტოს შეხვედრა იტალიის დელეგაციის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში აგრარული მიმართულებით საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობით დაინტერესებული იტალიელი ბიზნესმენები მონაწილეობდნენ.

უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტუმრებს აგრარულ დარგში არსებული ვითარების, მათ შორის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ლევან დავითაშვილმა საქართველო-იტალიას შორის თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად „აგრიჯორჯია“ - ფერერო ჯგუფი დაასახელა, რომელიც საქართველოში მეთხილეობის დარგში საქმიანობს.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობა ის მიმართულებაა, სადაც როგორც საქართველოს, ასევე იტალიას აქვს დიდი პოტენციალი და, შესაბამისად, თანამშრომლობის გაღრმავების კარგი შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ივან სკალფაროტოს და იტალიელ ბიზნესმენთა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში,  სასტუმრო „იოტაში“ ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი გაიმართა.

იტალიის დელეგაციის  შემადგენლობაში  ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტელეკომუნიკაციებისა და ტურიზმის დარგებში მომუშავე 30-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის  წარმომადგენელია.

ფორუმი 2017 წლის მარტში   რომში გამართულ იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის გაგრძელებაა, რომელშიც მონაწილეობა 260-მდე იტალიურმა და ქართულმა კომპანიამ მიიღო.  ქართულ დელეგაციას   საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ შემდეგი ეტაპი თბილისში იტალიელ მეწარმეთა ვიზიტი ყოფილიყო.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics