00:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 13:34:42, 1930 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრმა ქვეყნის აეროგადაღება დაასრულა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო" ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიის აეროგადაღების სამუშაოები დაასრულა.

სააგენტოს ინფორმაციით, მიღებულ ზუსტ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით, მომზადდება სიმაღლური მოდელი და ორთოფოტოგეგმები,   რომლებსაც საჯარო რეესტრი კადასტრის მაღალი ხარისხით წარმოებისთვის, ნავიგაციაში, სამგანზომილებიანი მონაცემების შესაქმნელად და სხვ მრავალი დანიშნულებით გამოიყენებს.

პროექტს „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო", რომლის დაფარვის არეალი დაახლოებით  40 000 კვ.კმ. შეადგენს,    საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს (STATENS KARTVERK)  ხელშეწყობით ახორციელებს.  აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის და მოცულობის აეროგადაღებები და  ერთიანი ორთოფოტოსურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხდება.

„რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო" პროექტის დაწყებამდე,  საქართველოში კონკრეტული არეალების აეროფოტოგადაღება სახელმწიფოს დაკვეთით სულ სამჯერ (2000, 2005 და 2010 წწ.)განხორციელდა.  თუმცა, სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო, სამუშაოები სპონტანურად წარმოებდა. ორთოფოტოგეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიური დარღვევებით იყო შექმნილი და თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.

საჯარო რეესტრისა და ნორვეგიის კარტოგრაფიული ორგანოს ერთობლივი პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში საკუთრების უფლებების დაცვის, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და მიწის მართვის პროცესებს. ამას გარდა, ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარგების განვითარებას, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) კონცეფციისა და ევროკავშირის INSPIRE დირექტივის შესაბამისად, გეოგრაფიული მონაცემების კომბინირებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics