02:34 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გია ვოლსკი: პოლიტსაბჭოზე ალბათ ხმაურიანი, ცხელი განხილვა გვექნება
ლევან ბერძენიშვილი: გოგი თოფაძის ადგილი არც "მრეწველებშია" და არც კოალიციაში
გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა
ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გრიგორი კარასინს შეხვდა

პარტია „ბურჯანაძე დემოკრატების“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა. 

დიმიტრი ქუმსიშვილი: ვისაც უყვარს თხილამურები, მთა, დასვენება და ტურიზმი ყველას ველოდებით სვანეთში
კვირიკაშვილი: ვმუშაობთ, რომ უფრო ეფექტიანად დავხარჯოთ თითოეული თეთრი, რომელიც უნდა წავიდეს ადამიანების დასაქმებაში

ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები განათლების სისტემის რეფორმირების მიმართულებით და ვმუშაობთ იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანად დავხარჯოთ თითოეული თეთრი იმ სახელმწიფო რესურსისა, რომელიც პირდაპირ უნდა წავიდეს ადამიანების დასაქმებაში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებს.

 

კვირიკაშვილი: ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული ერთმანეთის მიმართ

ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორიგ კვირიკაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას - „რა არის ის კონკრეტული საკითხები, რომელზეც ოპოზიციასთან შეთანხმებას შესაძლებლად მიიჩნევთ?“.

 

პრემიერ-მინისტრი "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წევრებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მომავალ კვირაში "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წევრებს შეხვდება, - ამის შესახებ პრემიერმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

გიორგი კვირიკაშვილი: საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს, თუმცა ალბათ საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა

ვფიქრობ, საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს, თუმცა ალბათ საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

თოფაძე ხიდაშელზე: ნაპოლეონი მყავს, სუვოროვი, თუ კუტუზოვი გამაგებინეთ, თავი მოგვჭრა

„ნაპოლეონი მყავს, სუვოროვი, თუ კუტუზოვი გამაგებინეთ, თავი მოგვჭრა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელზე საუბრისას განაცხადა.

 

ლუკ კოფი: ნატო-მ უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველოს გაწევრიანების საკითხში სერიოზულად არის განწყობილი

ნატო-მ უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველოს გაწევრიანების საკითხში სერიოზულად არის განწყობილი, - ამის შესახებ ჰერითიჯის ფონდის ანალიტიკოსმა ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა.

 

ჯორჯ ბენიტესი: ​ნატომ არაწევრი სახელმწიფოები უფრო მეტად და სრული აქტიურობით უნდა დაიცვას

"ატლანტიკური საბჭოს" სკოუკროფტის ცენტრის მკვლევარის ჯორჯ ბენიტესის განცხადებით, ნატომ არაწევრი სახელმწიფოები უფრო მეტად და სრული აქტიურობით უნდა დაიცვას.

 

გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონს ეწვევა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 20–21 თებერვალს სამეგრელო–ზემო სვანეთის  რეგიონს ესტუმრება.

 

ბერძენიშვილი ბრეგაძეზე: რატო დაწერა განცხადება თუ მაგარი ბიჭია?

''რატო დაწერა განცხადება თუ მაგარი ბიჭია, რატომ არ თქვა მოდით მომხსენითო, ამიტომ ღიმილის მომგვრელია'' - ეს განცხადება რესპუბლიკელების თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა გააკეთა. მან აღნიშნა რომ ბრეგაძე რესპუბლიკელებით მოხიბლული არც ადრე იყო და არც ახლა არის, რაც მისთვის გასაკვირი არ არის.

გია ნოდია: ბრეგაძის გადადგომა შესაძლოა, მის ნაციონალისტურ და არადემოკრატიულ გამონათქვამებს უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics