04:02 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 13:36:44, 644 ნახვა

პოლიტიკა
თოფაძე ხიდაშელზე: ნაპოლეონი მყავს, სუვოროვი, თუ კუტუზოვი გამაგებინეთ, თავი მოგვჭრა

„ნაპოლეონი მყავს, სუვოროვი, თუ კუტუზოვი გამაგებინეთ, თავი მოგვჭრა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელზე საუბრისას განაცხადა.

მორიგი შეფასებები თოფაძემ დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა და ახალი ინციატივითაც გამოვიდა. იგი რესპუბლიკურ პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლას სთავაზობს. მისი თქმით, რესპუბლიკელებმა და მრეწველებმა საკუთარი ძალები არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა მოსინჯონ და ნახონ, ვინ მოხვდება პარლამენტში.

მრეწველთა ლიდერი აღნიშნული ინიციატივის შეთავაზებას რესპუბლიკელებისთვისაც აპირებს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს პოზიციას, გოგი თოფაძე ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა კორექტული განცხადება გააკეთა და ის მისგან შენიშვნას იღებს.

„მან საკმოდ დელიკატური განცხადება გააკეთა, ძმების განცხადებას კი არ ჰგავს. მან გააკეთა დელიკატური განცხადება, რაც უნდა ეთქვა. მე მივიღე მისი შენიშვნა, თუმცა ჩემს აზრზე ვრჩები. თუ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ასეთი დარღვევა შეიძლება იკადროს მინისტრმა, რა ნაპოლეონი მყავს, სუვოროვი, თუ კუტუზოვი გამაგებინეთ, თავი მოგვჭრა. ბევრჯერ დაგვხვდება ჩვენ ეს დარღვევა იმიტომ, რომ ბევრი არჩევნები გველის წინ", - განაცხადა გოგი თოფაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics