22:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-23 20:20:31, 295 ნახვა

პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთმევა ქონება და გადაეცემა სახელმწიფოს.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.

ამავე საქმის ფიგურანტებს - თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავასა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას ვასილ მხეიძეს მოსამართლემ 8-8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

***

საქმის დეტალები:

ბრალდება: ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვას ედავებიან. გამოძიების მიხედვით, მათ გორის ჰოსპიტლისთვის ტომოგრაფის აპარატი ხელოვნურად გაზრდილ ფასად შეიძინეს.

ფულის ლეგალიზაცია: ყოფილ მინისტრს ასევე ბრალად ედება დაუსაბუთებელი შემოსავლების შენიღბვა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში 544 000 ევროდ სახლისა და მიწის ნაკვეთის შესასყიდად.

ქონების ჩამორთმევა: პროკურატურის ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძეს უკვე ჩამოერთვა დაახლოებით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების ქონება.

სხვა ეპიზოდები: საქმეში ფიგურირებს ვასილ მხეიძის მიერ გორში მოწყობილი სიგარეტის არალეგალური ქარხნის ეპიზოდიც, საიდანაც 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო პროდუქცია ამოიღეს.

ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის უწყებას 2021-2024 წლებში ხელმძღვანელობდა.

8 აპრილს პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ცოლისძმას, ვასილ მხეიძესა და ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი უთხრა.

საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ერთ ბრალდებულთან - თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან გაფორმდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics