04:03 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 19:15:31, 449 ნახვა

პოლიტიკა
გია ნოდია: ბრეგაძის გადადგომა შესაძლოა, მის ნაციონალისტურ და არადემოკრატიულ გამონათქვამებს უკავშირდებოდეს

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარის გია ნოდიას შეფასებით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან წასვლა შესაძლოა, მის ნაციონალისტურ, არადემოკრატიულ და არალიბერალურ გამონათქვამებს უკავშირდებოდეს.

ამის შესახებ ნოდიამ „ექსპრესნიუსთან“ თემის კომენტირებისას განაცხადა.

პოლიტოლოგის თქმით, ბრეგაძის თანამდებობიდან წასვლის სხვა მიზეზიც შესაძლოა იყოს, თუმცა ეს საზოგადოებისთვის უცნობია.

„ბრეგაძე აღნიშნავს, რომ „ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავმდგარიყავი“, როგორც ჩანს ე.ი. ვის უნდა გაეკეთებინა ალბათ, თუ არა მის ხელმძღვანელობას. სანდრო ბრეგაძე განსაკუთრებით ნაციონალისტური, არადემოკრატიული და არალიბერალური გამონათქვამებით გამოირჩეოდა. 

შესაძლოა,  მისი თანამდებობიდან წასვლა ყოფილიყო მიზეზი მისი მდგომარეობაში ჩაყენებისა, რომ ის გადამდგრაიყო.  შეიძლება სხვა მიზეზიც არის, რაც არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით ეს ნამდვილად ასეა. რამე სხვა პრობელემები  და კონფლიქტები თუ ჰქონდა ვინმესთან ეს არ ვიცით, შეიძლება სხვა მიზეზებიც არის, რომელიც ჩვენთვის უცნობია“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გია ნოდიამ.

"მე გადავდექი, უფრო სწორად, ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავმდგარიყავი", - ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სანდრო ბრეგაძემ თავის Facebook გვერდზე დაწერა.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ სანდრო ბრეგაძის პირადი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით უკვე დააკმაყოფილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics