02:44 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კახიშვილი: ხმა მივეცი პარტიას, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას, სტაბილურობასა და სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სოფელ ნაოხრებში 26-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ახალციხეში, სოფელ ნაოხრებში 26-ე საარჩევნო უბანზე,  „ნაციონალური მოძრაობის“  კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა კომისიის წევრი უბნიდან შენობის გარეთ გამოიყვანა  და ესაუბრებოდა.

ირაკლი ჭეიშვილი: ბათუმში ამომრჩევლის მაღალი აქტივობა ფიქსირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
საია თბილისის რამდენიმე ოლქში დარღვევებზე საუბრობს
უსკო-ს თავმჯდომარე - არჩევნებზე 59.547 გამოცხადდა, რაც მთლიანად ამომრჩეველთა კორპუსის 19.3% შეადგენს
გედევან ფოფხაძემ საკუთარი არჩევანი ბორჯომში დააფიქსირა
მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის დატოვებას არ ვაპირებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში  ჩამოსვლას  გეგმავს, თუმცა მისი თქმით, ეს დაბრუნება არ იქნება.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია პირველ განცხადებას ხვალ 15:00 საათზე გააკეთებს
გიორგი კოპაძემ საკუთარი არჩევანი ახალციხეში დააფიქსირა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ საკუთარი არჩევანი ახალციხეში, 44-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

მიხეილ ჯანელიძე: ხმა მივეცი მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ევროპულ საქართველოს

„ხმა მივეცი მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ევროპულ საქართველოს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ზესტაფონში უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა

ზესტაფონის საარჩევნო ოლქში რამდენიმე უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას

მე დღეს ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას, თავისუფლებას და ყველა ჩვენთაგანის კეთილდღეობას, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე: მე ბევრ რამეზე ვფიქრობ
IRI: არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო განცხადებას 9 ოქტომბერს გავაკეთებთ
“ქართული ოცნების“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, იოსებ მაკრახიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები ერთმანეთს შეერია

დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული  საარჩევნო  სისტემის ბიულეტენები, სავარაუდოდ,   სტამბაში ბლოკნოტებად აკინძვის დროს, ერთმანეთს   შეერია.ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანი მიქელაძემ განაცხადა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics