03:48 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 14:46:18, 568 ნახვა

პოლიტიკა
კახიშვილი: ხმა მივეცი პარტიას, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას, სტაბილურობასა და სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი  უკვე დააფიქსირა.

 კახიშვილის განცხადებით, მან მხარი იმ პარტიას დაუჭირა, რომელიც საქართველოში  სტაბილურობას, დემოკრატიას და სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს.

„საქართველოს განვითარებისთვის საჭიროა დემოკრატია, სტაბილურობა, სწრაფი განვითარება, მე ზუსტად ამას დავუჭირე მხარი და ხმა მივეცი იმ პარტიას, რომელიც აღნიშნულს  უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახიშვილმა და არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. არჩევნების შედეგების შეჯამება ხდება არა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობიდან, არამედ, უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით. სწორედ აქედან დგება შედეგი. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანი მივა საარჩევნო უბნებზე და მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, მით უფრო მყარი არჩევანი და შედეგი დადგება, უფრო დასაბუთებული იქნება ხალხის გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ხმა თბილისში, ისნის რაიონში, N9 მაჟორირატულ ოლქში, N7 საარჩევნო უბანზე მისცა.

 (NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics