|
2016-10-08 14:30:20, 639 ნახვა
პოლიტიკა
საია თბილისის რამდენიმე ოლქში დარღვევებზე საუბრობს
დილიდან მიმდინარე საათის მდგომაროებით, ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს გარკვეული ტიპის დარღვევები. მაგალითად, საია-ს თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა გარკვეული ტიპის დარღვევები დააფიქსირეს. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, დარღვევები თბილისის რამდენიმე ოლქში დაფიქსირდა. „ნაძალადევის მე-18 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა მოიპოვა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის სოფო კილაძის მხარდამჭერთა სია, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ აქტივისტს დარჩა უბანზე. ამ სიაში მოცემულია კონკრეტული ადამიანების სახელი, გვარი, პირადი მონაცემები. ჩვენ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ვსაუბრობდით, პირადი მონაცემების შეგროვების პრობლემაზე. ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადასტურდა, რომ ამ სიაში არიან ადამიანები, რომლებსაც თანხმობა არ მიუციათ სიაში ყოფნაზე, ანუ მათი პერსონალური მონაცემები დამუშავდა მათივე თანხმობის გარეშე. ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას. სხვა პარტიებიც მიმართავდნენ ამ მეთოდს. ასევე არ უხსნიდნენ მოქალაქეებს თუ რისთვის აგროვებდნენ მათ პირად მონაცემებს. ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ ინფორმაციის შეგროვება ხდება არაკანონიერად“, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ. ნაცვლიშვილის თქმით, ხმაური ასევე დიდუბის მე-14 უბანზეც მოხდა. „ჩვენი დამკვირვებლის ინფორმაციით, პრობლემა დაფიქსირდა, რადგანაც კომისიის წევრებმა ნაცვლად იმისა, რომ უბნის გახსნის შემდეგ საკონტროლო ფურცელი შეევსოთ სათანადოდ, შეავსეს შემაჯამებელი ოქმები და წინასწარ გააკეთეს ხელმოწერები, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამის შემდეგ, როდესაც მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, დალუქული ყუთი გახსნეს, გარკვეული შესწორებები შეიტანეს, რის შემდეგაც ყუთი ისევ დაილუქა. ასევე, მე-5 უბანზე დაფიქსირდა დარღვევა, როდესაც ჯერ მარკირება გაუკეთეს ამომრჩეველს და შემდეგ გადაამოწმეს იყო თუ არა ეს პირი სიაში. აღმოჩნდა, რომ იმ უბანზა მოქალაქე არ იყო დაფიქსირებული. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს დამკვირვებელს შეექმნა პრობლემა, როდესაც მისგან საჩივარს არ იბარებდნენ“, - აღნიშნა მან.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)