21:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 17:22:31, 1759 ნახვა

საზოგადოება
პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქციით 28 906 ადამიანმა ისარგებლა

საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დასრულდა.

პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქციით 28 906 ადამიანმა ისარგებლა. აქცია 10 აპრილს დაიწყო და 29 აპრილამდე გაგრძელდა. ახალი პირადობის მოწმობის მიღება 18 წლის ასაკიდან პირებს შეეძლოთ, რომლებიც არ ფლობდნენ ახალ პირადობის მოწმობებს.

აქციის მიზანი ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირება იყო. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტი მოქალაქე ფლობს ბიომეტრიულ დოკუმენტს, მით უფრო დაცულია პრინციპი − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა!“ სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 24 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ჰქონდა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2,5 მილიონამდე მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 400 000-მდე მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 3 მილიონამდე ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics