|
2026-05-04 20:57:10, 302 ნახვა
საზოგადოება
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიასთან დაკავშირებით პირველი არხი განცხადებას ავრცელებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფიფას წინა ჩემპიონატთან შედარებით ორჯერ მეტი თანხა შესთავაზეს, თუმცა, ტენდერი კერძო მაუწყებელმა მოიგო. ამასთან, პირველი არხის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ლიცენზიის თანაშესყიდვაზე. "2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიის შესყიდვასთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინტერესი ჯერ კიდევ 2023 წელს გამოხატა და დაიწყო შესაბამისი მოლაპარაკებები. ლიცენზიის შეძენა შესაძლებელი იყო FIFA-ს დახურული ტენდერის საშუალებით, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული მხარეები. პირველი არხი ტენდერში მონაწილეობდა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ეგიდით. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სახელით ტენდერში ე.წ. ბიდინგს (ფასდადება) აწარმოებს ევროპის მაუწყებელთა კავშირი. პირველი არხი ტენდერში მონაწილეობდა, როგორც საერთო მაუწყებელი (ორი სატელევიზიო არხი, რადიოარხი და ციფრული პლატფორმა) ყველა მატჩის ექსკლუზიური ტრანსლაციის უფლებისთვის როგორც ღია სიგნალის (DVBT2), ასევე სატელიტური სიგნალისთვის, რითაც სრულად უზრუნველყოფდა აუდიტორიის მომსახურებას ყველა შესაძლო პლატფორმაზე. აღსანიშნავია, რომ პირველი არხის მიერ გაკეთებული პირველი ბიჯი შეადგენდა 61%-ით მეტს, ვიდრე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიის ღირებულება იყო. ბიდინგის დროს მაუწყებელმა მეორე ბიჯზე თანხა გაზარდა კიდევ 20%-ით და, ჯამში, 2026 წლის ლიცენზიისთვის FIFA-ს ორჯერ მეტი თანხა შესთავაზა. მიუხედავად ამისა, FIFA-ს კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, მაღალი ფასით ბიდინგი მოიგო ერთ-ერთმა კერძო სამაუწყებლო პლატფორმამ, რომელმაც ლიცენზია შეისყიდა რეგიონის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე. გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იმავე დღიდან მიმდინარეობს კომპანიასთან მოლაპარაკება საქართველოს ტერიტორიაზე ღია სიგნალის საშუალებით ტრანსლაციის ლიცენზიის თანაშესყიდვაზე (Sub license), რის შესახებაც მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა" - ნათქვამია განცხადებაში. მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირი 2026 წლის 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)