21:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 14:03:08, 1484 ნახვა

საზოგადოება
#ვიკითხოთ ტრანსპორტში - ავტობუსის მგზავრებმა საჩუქრად წიგნები მიიღეს

დღეს დილით, N61 ავტობუსის მგზავრები უჩვეულო სიურპრიზის მომსწრენი გახდნენ. მათ, მეტროპოლიტენის მგზავრების  მსგავსად, საჩუქრად წიგნები და 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევი ბარათი გადაეცათ. 

აქციაში  აქტიურად თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი ჩაერთო, რომელმაც ფოტოგრაფ გოგა ჩანადირთან ერთად მგზავრებს საჩუქრები გადასცა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და მისი პოპულარიზაციის აუცილებლობაზე. მთაწმინდის პანთეონში  23 აპრილს ქართველი თანამედროვე მწერლები წიგნებსა და ლიტერატურაზე ისაუბრებენ.

  1. 16:00 – რატი ამაღლობელი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ
  2. 16:30 – გიორგი კეკელიძე აკაკი წერეთლის შესახებ.
  3. 17:00 – ლევან ბერძენიშვილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ
  4. 17:30 – დათო ტურაშვილი ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ
  5. 18:00 – სანდრო ლორთქიფანიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ
  6. 18:30 – ეთერ თათარაიძე ვაჟა-ფშაველას შესახებ

ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით.

აქციის ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობა „ინტელექტი“ და „არტანუჯი“.  ღონისძიების  მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.

ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის, 23 აპრილს, თავისუფლების მოედნიდან  პანთეონის მიმართულებით,  15:30 საათსა და 16:30 საათზე უფასო ავტობუსი იმოძრავებს.

#ვიკითხოთტრანსპორტში

#ვიკითხოთწიგნები

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics