11:29 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 16:21:09, 1505 ნახვა

საზოგადოება
წყნეთში მრავალბინიანი სახლის გამაგრება მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობა  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას და სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას განაგრძობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის წყნეთში, მაია წყნეთელის #21-ში მდებარე ორსართულიანი, მრავალბინიანი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სახლის საძირკვლის, კედლების და დაზიანებული კარ-ფანჯრების  გამაგრება მოხდება. პროექტის ღირებულება 32 622 ლარია.  სამუშაოები აპრილის ბოლომდე დასრულდება.

თანადაფინანსებული პროექტები - ოთხსართულიანი ან ხუთსართულიანი შენობების ან/და მისი შემადგენელი ელემენტების გამაგრების შემთხვევაში, როდესაც სამუშაოების ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს შემდეგი პროცენტული მაჩვენებლებით ფინანსდება: გამგეობა - 90%, ამხანაგობა - 10%

ნებისმიერი პროექტის დაფინანსების მისაღებად ამხანაგობის თავმჯდომარემ თვის 1-დან 10 რიცხვის ჩათვლით განცხადება გამგეობაში უნდა შემოიტანოს.

განაცხადთან ერთად თავმჯდომარემ  უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:   ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ხელმოწერები, ამხანაგობის მიერ შერჩეული მეწარმე სუბიექტის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა,   დეფექტური აქტი, დისკი (სადაც ჩაწერილია ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი) მეწარმე სუბიექტის ბრუნვა, არანაკლებ 20 ათასი ლარისა, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (თუ დღგ-ს გადამხდელია) ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics