|
2026-05-04 11:19:21, 6596 ნახვა
ეკონომიკა
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
საწვავის ფასის გაძვირების გამო, აპრილში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 5.9%-ს მიაღწია, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.7% შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მეტად - 10.3%-ით ფასები ტრანსპორტის ჯგუფში გაიზარდა, რაც საწვავის ფასის ზრდას უკავშირდება. სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი. ფასები ასევე 6.5%-ით გაიზარდა კომუნალური გადასახადების მიმართულებით, რაც 1 აპრილიდან საქართველოში ელექტროენერგიის ფასების მატებას უკავშირდება. ეს 2024-2025-2026 წლების განმავლობაში ინფლაციის მაქსიმალური მაჩვენებელია. ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (9.2%); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5%, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (21.3%), ხილი და ყურძენი (11.8%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (9.3%), პური და პურპროდუქტები (7.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.3%), ზეთი და ცხიმი (6.3%ი), რძე, ყველი და კვერცხი (4.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.8%); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 6.5%-ით, რაც 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.2%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.3%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (3.5%); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9%-ით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (49.6%), დაზღვევა (8.5%), პირადი ჰიგიენა (4.6%).
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)