|
2017-04-03 18:50:11, 1610 ნახვა
საზოგადოება
1-2 აპრილს თბილისის ლიგის მეორე ტური გაიმართა
1-2 აპრილს, თბილისის ლიგის მეორე ტურს „მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებმა უმასპინძლა. შეხვედრები, ტრადიციულად საინტერესო და დაძაბულ ორთაბრძოლებში წარიმართა და გულშემატკივართა დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველი ლიგა „ტც მილანისა“ და „ბასას“ თამაშით გაიხსნა და “ტც მილანის” გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გამორჩეული შეხვედრა „პლატინუმის“ და „არისტოკრატების“ დაპირისპირება იყო, რომელიც არისტოკრატების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოოდ, ფრედ 3-3 დასრულდა. ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „დანილენდის“ ნახევარმცველი თამაზ დანელია გახდა, რომელიც „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში ეფექტური თამაშითა და ორი საგოლე პასით გამოირჩა. უმაღლესი ლიგა „დიდუბე“ - „კვარტალის“ დაპირისპირებით გაიხსნა, რომელშიც, დიდუბემ დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა მეტოქე. ტურის გამორჩეული და დრამატული შეხვედრა „ნახალოვკასა“ და „აფხაზეთს“ შორის გამართული შეხვედრა გახდა, რომელიც აფხაზეთის გამარჯვებით 1-2 დასრულდა. უმაღლესი ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი „უქიმერიონის“ შემტევი თემო ვაჩანძე გახდა, რომელმაც ვაზისუბანს სამი გოლი გაუტანა. უმაღლესი და პირველი ლიგის შედეგები, სატურნირო მდგომარეობა და ბომბარდირთა დავა შემდეგნაირად გამოიყურება.
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)