18:57 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 12:07:30, 1524 ნახვა

საზოგადოება
საზმაუს სამეურვეო საბჭო: მაუწყებელზე ახალი სეზონის დადგომამდე არცერთი გადაცემა არ დაიხურება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ გოგელიას განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი სეზონის დადგომამდე არცერთი გადაცემა არ დაიხურება. ამავე ფაქტს ბორდის წევრი სულხან სალაძეც ადასტურებს. 

როგორც გოგელიამ და სალაძემ აღნიშნეს, ამ ეტაპზე, მენეჯმენტის შემოთავაზება, რომელიც გულისხმობდა გადაცემების დაყოფას მწვანე, ყვითელ და წითელ ფერებად, აღარ არის აქტუალური. სულხან სალაძის განმარტებით, გასულ კვირას მენეჯმენტს სამეურვეო საბჭომ სამსახურეობრივი ბარათი წარუდგინა, სადაც მენეჯმენტი ადასტურებს, რომ მიმდინარე ბადე 17 ივლისის ჩათვლით იქნება გათვალისწინებული და ყველა გადაცემა ფუნქციონირებას გააგრძელებს.

„პარალელურად, მენეჯმენტი საუბრობს, რომ იგი გამოაცხადებს კონკურსს ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელთაც შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ახალ სეზონზე, რომელიც სექტემბერში გაეშვება, თუმცა, ხვალ ჩანიშნულია სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც უფრო ბევრი საკითხი ცხადი და ნათელი გახდება“,- განაცხადა სულხან სალაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics