16:04 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-03 17:31:38, 4181 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ

მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ. ამის ამსახველი ფოტო რუსულ მედიაში ვრცელდება

მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 9 მაისის აღლუმის წინ მოსკოვში დაახლოებით 280 საჰაერო თავდაცვის სისტემაა განლაგებული. მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების გადასროლა სხვადასხვა ქალაქებიდან მოხდა, მათ შორის ყაზანიდან და გროზნოდან. მოსკოვში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, ქალაქის დაცვა რამდენიმე შრედ არის მოწყობილი

 The insider-ის ცნობით, რუსეთში 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად თანხმობა 4 ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, 2025 წელს კი აღლუმს 27 ქვეყნის ლიდერი დაესწრო. 9 მაისის აღნიშვნაში მონაწილეობის შესახებ უკვე განაცხადა დსთ-ის სამი ქვეყნის ლიდერმა: ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ყაზახეთის ლიდერმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა და ყირგიზეთის ლიდერმა სადირ ჯაფაროვმა. მოსკოვში ჩასვლის განზრახვის შესახებ განაცხადა ბოსნია და ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის მმართველი პარტიის ლიდერმა მილორად დოდიკმაც. გარდა ამისა, აღლუმს დაესწრება სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო. ასევე, აღლუმს დაესწრებიან ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტები - ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics