18:57 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 10:20:23, 1262 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ დედის დღე ხულოში სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კურორტ ,,გოდერძზე" ოჯახთან ერთად სტუმრობის შემდეგ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, დანისპარაულსა და დიდ რიყეთში სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა, მათ დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

მასთან ერთად ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე და ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე იმყოფებოდნენ. ზურაბ პატარაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ დანისპარაულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედას, მზიური შამანაძეს გაზქურა გადასცა.

მზიური შამანაძე სამი შვილის დედაა. აქედან ერთი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მას 2 ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, რომელიც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდა და მალე მესამე ოპერაციაც ჩაუტარდება. რეგიონის პირველმა პირმა და ანზორ ბოლქვაძემ სოფელ დიდ რიყეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მანანა გორგაძისთვის განკუთვნილი ეტლი მის შვილს გადასცეს. მანანა გორგაძემ ცოტა ხნის წინ ინსულტი გადაიტანა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

"დღეს მოვიარეთ რამდენიმე სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში. სოციალურად დაუცველ დედებს მივულოცეთ გაზაფხულის ეს მშვენიერი დღესასწაული და ბედნიერება, სიხარული და შვილების კეთილდღეობა ვუსურვეთ. მინდა აღვნიშნო, რომ დედები, რომლებიც მარტო ზრდიან სპეციალური საჭიროების მქონე შვილებს, ჩვენთვის სიძლიერის მაგალითია და ჩვენგან ისინი მხარდაჭერას, დაფასებას და პატივისცემას იმსახურებენ" – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics