|
2017-03-02 15:13:49, 1673 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა დიმიტრი ქუმსიშვილსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან სამთავრობო მოლაპარაკების შედეგი დადებითად შეაფასა და პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა ძალიან პოზიტიური შეფასება მივცე ეკონომიკური გუნდის მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ბატონო დიმიტრი, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. უმნიშვნელოვანესი მუშაობა დასრულდა. სავალუტო ფონდმა გახსნა ახალი პროგრამა საქართველოსთვის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ფონდთან ახალი პროგრამის დაწყება ნიშნავს არა მხოლოდ პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას, არამედ „მწვანე შუქსაც“ ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისთვის საქართველოს მიმართ დაფინანსების გაგრძელების მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)