|
2026-05-05 12:14:47, 2365 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის შესახებ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის გამოწვევები დაგროვდა, თუმცა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და მზად არიან, ხალხთან და ხელისუფლებასთან ურთიერთობების მაქსიმალურად აღსადგენად ყველაფერი გააკეთონ.
ირაკლი კობახიძეს შეახსენეს „ქართული ოცნების“ რიტორიკა უკრაინასთან მიმართებით, მათ შორის განცხადებები ომში ჩართვის მცდელობაზე, უკრაინის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაზე, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან უკრაინის კავშირზე, შეფასება, რომ „უკრაინა არის კრიმინალების თავშესაფარი“. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ისაუბრა თუ არა კობახიძემ ზელენსკისთან ამ თემებზე. კობახიძის თქმით, პრობლემები არსად წასულა, თუმცა უნდა იყვნენ მომავალზე ორიენტრირებული.
მისი მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს უხსენებია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)