|
2026-05-05 12:14:00, 2138 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
„ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი“, - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში. ამასთან, ტელეკომპანია "იმედის", PosTV-სა და "რუსთავის 2-ის" დასანქცირების შესახებ ჩანაწერი ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშში მოხვდა. ამასთან, ევროდეპუტატები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ მიიღონ პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე. რა წერრია ანგარიშში: ევროპარლამენტის ანგარიშში, ბრიუსელი "ოცნების" ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის გამო მკაცრად აკრიტიკებს და კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების, მოსამართლეებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ჩანაწერში მოხვდა ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვაც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკვე დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის და ევროკავშირმა ზეწოლა უნდა გააძლიეროს.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ თუ "ქართული ოცნება" პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, უვიზო რეჟიმი შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერდეთ.
ანგარიშში პირდაპირაა მითითებული, რომ საქართველოში მიღებული რეპრესიული კანონების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუძლებელია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)