12:25 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 13:04:17, 1636 ნახვა

პოლიტიკა
უშიშროების საბჭო შესაძლოა, ეროვნული თავდაცვის საბჭოდ გარდაიქმნას, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს

"გვქონდა მსჯელობა, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მან დეპუტატებს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხედვები და წინადადებები გააცნო:

„ერთადერთი არსებითი ცვლილება, რაც შეიძლება პრეზიდენტის კომპეტენციების სფეროს შეეხოს, ჩვენი ხედვით დაკავშირებულია უშიშროების საბჭოსთან. ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე გვქონდა მსჯელობა წინა სხდომაზე. დღეს გვაქვს სრული აღრევა უფლებამოსილებების. რეალურად მოქმედებს ორგანო, რომელიც რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რაც არის მთავრობის კომპეტენცია. ეს არის აბსოლუტური აღრევა და ამაზე აქტიურად საუბრობდნენ 2010 წელს ვენეციის კომისიის ექსპერტები. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ამ სისტემაში უშიშროების საბჭოს ადგილი ასეთი სახით არ არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ. ისევე როგორც დღეს, მას დარჩება არსებითად თავდაცვის სფეროში უფლებამოსილებები, უბრალოდ განსხვავებით დღევანდელი მოდელისგან, ეროვნული თავდაცვის საბჭო იმოქმედებს საომარი მდგომარეობის დროს. კონსტიტუციაში იქნება სპეციალური მუხლი, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის შემთხვევაში ჩამოყალიბდება ეროვნული თავდაცვის საბჭო. მისი თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტი, ეყოლება მუდმივი წევრები და მისი საქმიანობა იქნება უზრუნველყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ“,  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics