06:19 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 12:34:02, 1457 ნახვა

საზოგადოება
„ჯი-ემ-პი“ მედიკამენტების წარმოებას გერმანიაში განაგრძობს

„ჯი-ემ-პი“ მედიკამენტების წარმოებას საქართველოს ფარგლებს გარეთ აგრძელებს.

ამ მიზნით „ჯი-ემ-პიმ“ ახალი ხელშეკრულება გერმანულ კომპანია „ველტ ფარმასთან“ გააფორმა. „ომესამი“, იგივე თევზის ქონი თავისი ბრენდული დასახელებით, დამზადების სრულ ციკლს გერმანიაში გადის და საქართველოში საბოლოო პროდუქტის სახით ჩამოდის.

„გერმანულ კომპანია „ველტ ფარმასთან“ უკვე სამი წელია ვთანამშრომლობთ. ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ და რამდენიმე მედიკამენტს მათთან ერთობლივად ვაწარმოებთ“, - აცხადებენ „ჯი-ემ-პი-ში“.

წარმოების მოცულობით, „ველტ ფარმა“  ერთ-ერთი წამყვანი  კომპანიაა ევროკავშირის ბაზარზე. “ჯი-ემ-პი“ „ველტ ფარმასთან“ ერთად გერმანიაში ნიამარინს, შუგანორმსა და რეგენიუმის სუსპენზიას აწარმოებს.

"ჯი-ემ-პი" 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც  დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების  პროდუქტს აწარმოებს საქართველოსა და  მის  ფარგლებს გარეთ. აქედან 100-ზე მეტ დასახელების  მედიკამენტს  მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყანაში ყიდის და მისი ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოში "ჯი-ემ-პის" პროდუქტები პოპულარული  მისი ხარისხისა და  ფასის გამო  გახდა. "ჯი-ემ-პი" პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს და წარმოების სრული ციკლი აქვს.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics